გამოფენა რუსთავის მუზეუმში.

2017-03-08 18:26:40

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში რუსთაველი ქალი მხატვრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 10-მდე მხატვრის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ხათუნა ოქროპირიძის, თამარ ფეიქრიშვილის, მანანა მახარობლიშვილის და სხვათა ნამუშევრები. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა არა მარტო ნახატები, არამედ კერამიკული და თექის ხელნაკეთი ნივთებიც. აღნიშნული გამოფენა რუსთავში ტრადიციულად გაზაფხულის დაწყების დროს იმართება. სამომავლოდ რუსთაველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა თბილისშიც იგეგმება.