მერიის წინ აქცია „შუშის ჭერი“ გაიმართა.

2017-03-08 15:48:47

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა სახელწდებით - „შუშის ჭერი“. ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მთავარი მიზანი, იმ პრობლემებიც აფიშირება იყო, რაც ჩვენს ქვეყანაში აწუხებთ ქალებს. ძირითადად ეს ქალების პოლიტიკურ აქტიურობასა და დასაქმების პრობლემებს შეეხებოდა.

„შევუერთდით ქალთა მოძრაობის აქციას, რომელიც იმართება თბილისში. აქციის ძირითადი ფოკუსი არის „შუშის ჭერის“ არსებობა ქალების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა უწყებაში ქალები დაბალ და საშუალო დონეზე არიან წარმოდგენილი. ჩვენ შევეცადეთ და ჩვენს პლაკატებზე ავსახეთ სხვადასხვა პრობლემა, რომელიც ქალთა ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.“ - განაცხადა „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.