მამა გიორგი მამალაძის ფარული ჩანაწერი გასაჯაროვდა (ვიდეო).

2017-03-08 14:18:25

საქართველოს პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებულ ფარულ საგამოძიებო ვიდეო-მასალას აქვეყნებს.
 „განხორციელდა ირაკლი მამალაძის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ შხამიანი ნივთიერების - ციანიდის შეძენის განზრახვა, ასევე ის ფაქტი, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ.“- განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.  ამ ეტაპზე  მხოლოდ ვიდეო ჩანაწერების და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი გასაჯაროვდა.