თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რუსთაველ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.

2017-03-08 13:29:37

ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ , მხარის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ რუსთაველ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქალთა საერთაშორისო დღეს 7 ქალბატონს პირადად ესტუმრნენ  და ყვავილები გადასცეს. ქალაქის მერიისგან კი ყველა სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანმა დედამ სიმბოლური საჩუქრები მიიღო.