ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. შეტყობინება სტრასბურგიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. "სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგერძელა 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება. საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს," - აცხადებს ნიკა გვარმია.