შეხვედრა გუბერნიაში.

2017-03-07 17:54:25

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის გამგებლები, მხარის გუბერნატორი და ქალაქის მერი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე  სურსათის უვნებლობის საკითხზე იმსჯელეს. გარდა ამისა,  1 აპრილს დაგეგმილი ავტორბოლის საერთაშორისო ჩემპიონატთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და ქვეყნისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება. შეხვედრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლებმა  გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პროექტებისა და მათი მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრეს.