70 000 000 დოლარის ინვესტიცია - თელეთში გოლფის მოედანი აშენდება.

2017-03-07 15:32:48

თელეთიდან ტაბახმელამდე არსებულ ტერიტორიაზე გოლფის საერთაშორისო სტანდარტების მქონე 18 წერტილიანი მოედანი გაკეთდება. რამდენიმე ჰექტარზე რომელიც ინვესტორმა უკვე შეიძინა გოლფის მოედნის გარდა განთავსდება კოტეჯები, კვების ობიექტები, მაღაზიები და მცირე სასტუმროები. ინვესტორები პროექტის განსახორციელებლად და კომპლექსის ასაშენებლად 70 მილიონ დოლარის ჩადებენ. ამ ეტაპზე მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამშაოები უკვე მიმდინარეობს, გოლფის მოედნების მოწყობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

მაღალ ბიუჯეტიანი პროექტის განხორციელების შესახებ დეტალებზე "ინფო რუსთავთან" გარდაბნის მუნიციპალიტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა ისაუბრა. მისი თქმით აღნიშნული ინვესტიცია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, გარდა ამისა კომპლექსზე ათეულობით ადამიანი დასაქმდება.