გაზის გაჟონვის შედეგად ქალი გარდაიცვალა (ვიდეო).

2017-03-07 13:18:09

გაზით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა რუსთავში. ლეონიძის ქუჩაზე  ბუნებრივი აირის  წყლის გამათბობლიდან გაჟონვის შედეგად 84 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. გარდაცვლილი აბაზანაში ნახეს. სახლში მყოფი მისი შვილი 53 წლის მამაკაცი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე 1 მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სოცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბოლო 2 დღის განმავლობაში რუსთავში გაზით ინტოქსიკაციით 5 ადამიანი გარდაიცვალა.