2 თვის განმავლობაში 9 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

2017-03-07 12:31:40

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს მასშტაბით  8 777 275 ბოთლი (0,75 ) ღვინოა ექსპორტირებული, 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 94%-ით აღემატება. 

ქართული ღვინო მსოფლოს 31 ქვეყანაში გადის. ექსპორტიორი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ოდენობის ღვინო  რუსეთში (5 717 289 ბოთლი), უკრაინაში (859 756), ჩინეთში (832 552), ყაზახეთსა (389 040) და პოლონეთში(312 650) იგზავნება.
მიმდინარე წელს კი ღვინის ექსპორტი  აშშ-ს, ჩინეთის, კანადის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მიმართ გაიზარდა.

138%-ით გაიზარდა ჭაჭის ექსპორტიც.  33 874 ბოთლი ჭაჭა მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაიგზავნა. ექსპორტირებულმა ჭაჭის საერთო ღირებულებამ 99 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 119%-ით მეტია გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 40,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2016 წელს კი აღნიშნული შემოსავალი 20 მლნ აშშ დოლარი იყო.