ყალბი ფულის გასაღების ფაქტი (ვიდეო).

2017-03-07 11:32:16

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა  მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი  ფული 100 დოლარიანი კუპიურები გაასაღა.
საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს , რაც თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.