რა ვითარებაში ხდება მოსახლეობის ბუნებრივი აირით ინტოკსიკაცია.

2017-03-06 21:45:19

ბოლო დროს ქალაქში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცის გახშირებული შემთხვევების შესახებ "ინფო რუსთავი" კომენტარისთვის „სოკარ ჯორჯია გაზს“ დაუკავშირდა. ჩვენ დავინტერესდით როგორია კომპანიის პოზიცია და რა ვითარებაში ხდება მოსახლეობის მოწამვლა. "რუსთავში არსებულ კორპუსებში, საკვამლე მილების არარსებობის გამო მოსახლეობა გაზ-დანადგარებს, კერძოდ წყალგამაცხელებლის ნამწვი აირის გამწოვ მილებს თვითნებურად აერთებს სავენტილაციო არხებში, რაც ყოვლად დაუშვებელია. კატეგორიულად იკრძალება წყალგამაცხელებლების და სხვა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოების დამონტაჟება სააბაზანო ოთახებში. უსაფრთხოების პირობების დაუცველობა, კერძოდ წყალგამაცხელებლების ნამწვი აირების გამწოვი მილების მიერთება სავენტილაციო არხებში დიდ საფთხეს უქმნის არა მხოლოდ გაზის დანადგარების მომხმარებელს, ასევე მისი მეზობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გაუმართავი გაზის ხელსაწყოების და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების მოხმარებისას შესაძლებელია სათავსოში მხუთავი აირის CO-ს გამოყოფა, რომელიც უფერო, უსუნო, უგემო და ძლიერ მომწამვლელია. გარემოში CO-ს 05%-ის დაგროვება 20-30 წუთში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1 % შესუნთქვისას 1-2 წუთში იწვევს სიკვდილს. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ნუ მიანდობთ გაზის დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას პირს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 16 114".