"ამ ხალხის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს და არ არსებობს ბრძანება".

2017-03-06 18:34:29

აზოტის პროფკავშირების ხელმძღვანელის გელა ბიჭიაშვილის თქმით მათ თანამშრომლების გათავისუფლებაზე "აზოტი"-ს ადმინისტრაციისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ. გათავისუფლებული თანამშრომლების ადვოკატს ესაჭირეობა საბუთი თუ რა მიზეზით მოხდა მათი დაცვისქვეშ მყოფების სამსახურიდან დათხოვნა. "ამ ხალხის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს და არ არსებობს ბრძანება, ველოდებით დოკუმენტს რომ შემდეგ ის სასამართლოში წარვადგინოთ"- გელა ბიჭიაშვილი. აზოტის პროფკავშირების სახელით სასამართლოში 57 ადამიანის სარჩელი შევა.