ვინ უხელმძღვანელებს "ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციას (ვიდეო).

2017-03-06 16:55:52

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" რუსთავის ოფისი გაიხსნა. აქტივისტებთან შესახვედრად ცენტრალური ოფისიდან: დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი ჩამოვიდნენ, ადგილზე მათ დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი მასპინძლობდა. გიგი უგულავა - "ჩვენი ამოცანაა არჩევნებამდე ყველა ქალაქში ყველა რაიონში მერებს და გამგებლებს ფეხქვეშ მიწა ეცლებოდეს, იმიტომ რომ ყველგან ხდება ერთიდაიგივე". მამუკა ჩიქოვანი - "ვინ იქნება საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ვინ იქნება მერობის კანდიდატი ადგილზე მისი ორგანიზაციის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას".