გაზით მოწამვლის შედეგად ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალა.

2017-03-06 10:03:31

ბუნებრივი აირით მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა რომელიც ლეტარულად დასრულდა. ფაქტი XIX მიკრო-რაიონში მოხდა, მეზობლების თქმით ბინაში ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდნენ, ისინი მთელი დღის მანძილზე არ გამოჩენილან, რაც ეჭვის მიზეზი გახდა. ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო ჯგუფი, კარების გაღბის შემდეგ აღმოჩნდა რომ ბინაში 12 წლის ბავშვი და 53 წლი ქალი გარდაცვლილები იყვნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. გავრცელებული ინფორმაციით ინტოკსკაცია ბუნებრივი აირით მოხდა.

ბოლო 10 დღის მანძილზე ბუნებრივი აირით ინტოკსიკაციის მიზეზით 10-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა, აქედან 2 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. 4 და 5 მარტს ინტოკსიკაციით 4 ადამიანი გარდაიცვალა.