ცენტრალურ პარკში ძაღლებისთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

2017-03-05 18:58:53

გაზაფხულის დადგომასთან ერთად რუსთავის ცენტრალურ პარკში მოქალაქეების რაოდენობა მატულობს, მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც თავიანთი ოთხფეხა მეგობარი სასეირნოდ გაჰყავთ. ძაღლის შესვლასთან დაკავშირებით პარკში გარკვეული წესები მოქმედებს, კერძოდ პარკის ტერიტორიაზე ძაღლის ალიკაპის გარეშე შეყვანა აკრძალულია, ხოლო თუ ძაღლს ალიკაპი არ აქვს, მათთვის სპეციალურად მოწყობილ შემოღობილ ზონაში შეიძლება შესვლა, აღნიშნული სივრცე პარკში გასული წლის ნოემბერში მოეწყო. როგორც მოქალაქეები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, პარკში მათი ოთხფეხა მეგობრებისთვის კომფორტული გარემოა, თუმცა პრობლემებს ლეონიძის მიმდებარე სკვერში აწყდებიან, სადაც გაშლილი სივრცეა და ძაღლებისთვის შემოღობილი ტერიტორია არ არსებობს. აღნიშნულმა სიტუაციამ კი პრობლემები შესაძლოა როგორც ძაღლის მეპატრონეებს, ასევე სხვა მოქალაქეებსაც შეუქმნას.