ოთარ ხმელიძის სახელობის ტურნირი.

2017-03-05 15:44:14

რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში დღეს დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხმელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 8 ყველაზე ძლიერი გუნდი იღებს. ტურნირი 2005-2006 წლებში დაბადებულ კალათბურთელებს შორის მეექვსედ ტარდება. ჩემპიონატი 4 დღე გაგრძელდება და ფინალი 9 მარტს გაიმართება.