გაზით მოწამვლის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.

2017-03-05 13:23:16

რუსთავში ბალანჩივაძის ქუჩაზე, სავარაუდო, ბუნერივი არის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა. მეზობლების თქმით, აზერბაიჯანელი წყვილის ასაკი 30 წლამდე იყო, ისინი აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე დღის გადასულები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი რამდენიმე თვის ორსული იყო. როგორც „ინფო რუთავს“ რუსთავს სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელმა პაატა ბაჩილავამ განუცხადა, ადგილზე მისულ სასწრაფოს ცოლ-ქმარი უკვე გარდაცვლილი დახვდა „შემოვიდა გამოძახება, 5 წუთში ვიყავით ადგილზე, მაგრამ ექიმმა რომ ნახა სიტუაცია უკვე გვამური გაშეშება ჩამოყალიბებული იყო, რაც მიუთითებს იმას, რომ უკვე 2-3 საათის გარდაცვლილები იყვნენ"- განაცხადა პაატა ბაჩილავამ.