ვინ ძარცვავს სასაფლაოებს? (ვიდეო).

2017-03-04 22:28:33

რუსთავის სასფლაოდან ნივთებს იპარავენ. ჯვრების, პატარა ეკლესიების და ლითონის სხვადსხვა კონსტრუქციების ქურდობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა. სიტუაციაში გასარკვევად სასაფლაოზე მივედით, ადგილზე გვითხრეს, რომ ტერიტორიას საშუალო ასაკის, შავებში ჩაცმული ქალბატონი ძარცვავს. რომელიც სასაფლაოების სიახლოვეს დედასთან ერთად ცხოვრობს. იმ ადგილისკენ წავედით სადაც შესაძლოა, მესაფლავეების მიერ აღწერილი ქალბატონი გვენახა.