მოიჭრა თუ არა ხეები მშენებლობის დროს (ფოტოები).

2017-03-04 20:35:52

ლომოურის ქუჩზე (კლინიკა „რუსთავის“ მიმდებარე ტერიტორიაზე) სავაჭრო ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც „ინფო რუსთავს“ გვერდის მკითხველმა აცნობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიჭვის ხეების მოჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაცია „ინფო რუსთავის“ გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე გადაამოწმა, როგორც მშენებარე კომპანიის წარმომადგენლმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მათ ობიექტის ტერიტორიაზე არსებული 11 ძირი ხე გარე პერიმეტრზე გადარგეს და სპეციალურად ხეებისთვის სარწყავი მილები დაამონტაჟეს. ფიჭვის ხეებიდან ერთი ძირის გადარგვა კი მისი დაზიანების გამო ვერ მოხერხდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ხეების გადარგვის უფლება პროექტით გათვალისწინებული და მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებული იყო.