ზვავის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო).

2017-03-04 13:19:27

ყაბარდო-ბალყარეთში მთა ჩეტეგზე ზვავი ჩამოწვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. სემთხვევის შედეგად 4 მოთხილამურე დაიღუპა, მათ შორის 2 ქალაბატონი და 2 მამაკაცი. არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო მთაზე ასვლა აკრძალული იყო, თუმცა მოთხილამურეებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. სამაშველო ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად, მოთხილამურეების გადარჩენა ვერ მოხერხდა. სტიქიური მოვლენა ვიდეოშია ასახული.