ალკოჰოლის ფალსიფიკაციის ფაქტი (ვიდეო).

2017-03-04 12:33:42

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ . ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად ახდენდა ცნობილი ქართული ალკოჰოლური სასმელების - "სარაჯიშვილის", "დავითის", "ორველის", ,,ივერიონის’’, ,,გრუმის’’, ,,დიდგორისა’’ და ,,ხვანჭკარას’’ ფალსიფიკაციასა და რეალიზაციას. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას  დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლი, მინის ბოთლები, სხვადასხვა სახის ხსნარები და ყალბი აქციზური მარკები ამოიღეს.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები  სისხლის სამართლის კოდექსის 197- მუხლის პირველი ნაწილით და 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.