ლარი ისევ გაუფასურდა.

2017-03-04 11:37:19

სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ ისევ გაუფასურდა. ლარი მკვეთრად გამყარების შემდეგ კვლავ მკვეთრად, დაახლოებით 10 პუნქტით გაუფასურდა. 1 დოლარის შეძენა 2.545 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.520 ლარად მოგიწევთ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარის ოფიციალურ კურსი დოლართან მიმართებაში 2.428 ნიშნულზეა.