თეა წულუკიანი - "8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება".

2017-03-03 23:05:20

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური განცხადება გააკეთა - "დღეს რუსთავი 2-მა როგორც კომპანიამ სტრასბურგში შეიტანა სარჩელი, ამ საქმეს მიენიჭა ნომერი, რუსთავი 2-მა მეორე მხარედ დაასახელა საქართველოს მთავრობა. კომპანიამ ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფა. რუსთავი 2 ითხოვდა საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილება, აეკრძალოს დახუროს ან გაადვილოს დახურვა, აეკრძალოს ხელისუფლებას რომ არ შეცვალოს მენეჯმენტი. რუსთავი 2-მა ამ მოთხოვნების დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა დოკუმენტები და თქვა რომ თუ სტრასბურგი არ შეაჩერებდა აღსრულებას მაშინ საქართველოში იქნებოდა არეულობა. მოპასუხე მხარე არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებულნი, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ფორმით მისი აღსრულება. სტრასბურგის სასამართლო პირველ საქმედ რაც საქართველოდან იქნება გაგზავნილი ყველა საჩიევარზე ადრე განიხილავს“.