ვადაგადაცილებული ინფრატრუქტურული სამუშაოები.

2017-03-01 21:37:50

რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულდეს. ქალაქის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით, როგორც მიმდინარე, ისე 2015 და 2016 წლებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც კომპანიას დაკისრებული ვალდებულება ტენდერში გათვალისწინებულ ვადებში ვერ შეუსრულებია. ჯიქიას განმარტებით, თუ კი კომპანიის მიერ წამოწყებული სამუშაოები ვადებში ვერ ეტევა, ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს უფლება, უარი თქვას კომპანიისთვის დამატებითი დროის მიცემაზე, თუმცა იმის გამო რომ ახალი კომპანიის მოსაძიებლად და საჭირო პროცედურების გასავლელად, გარკვეული დრო არის საჭირო, ქალაქის  მერია ვადა გადაცილებული სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ჯარიმებს აკისრებს და სამუშაოების დასასრუებლად დამატებით დროს აძლევს.