პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა.

2017-03-01 15:01:48

საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა, სასჯელი კი 64 პატიმარს შეუმცირდა. შეწყალების საკითხთა კომისიამ 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირის საკითხი განიხილა, შედეგად კი  გიორგი მარგველაშვილმა დღეს 157 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 8 მსჯავრდებული ქალი  და 1 არასრულწლოვანი. ამ დროისთვის შეწყალებული პატიმრებიდან 93-მა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.