დიდი ოდენობის ნარკოტიკის ამოღება (ვიდეო).

2017-03-01 11:27:25

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 27,16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,57 გრამ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დაკავებასთან დაკავშირეით „ინფო რუსთავმა“ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გაავრცელა.