დევნილთა სამინისტრო 100 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხს დაუფარავს.

2017-02-28 18:55:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს. 

დევნილი ოჯახების შერჩევისას, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, მინისტრის N320-ე ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმებისა და დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებ მოხდება.  იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე  არაუმეტეს 20 000 ლარი.

დევნილთა განაცხადების მიღება15 მარტამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის სამინისტროში 15 განაცხადია შესული, მათგან კი 1 რუსთავიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ საპილოტე პროექტით  სამინისტრომ სესხი 93 ოჯახს უკვე დაუფარა. მათ შორის 5 ოჯახი ქვემო ქართლის რეგიონს წარმოაგენს. სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყოფილი.