ბადრაგს პატიმარი აერია.

2017-02-28 18:50:59

ბადრაგს პატიმარი აერია და თბილისიდან სიღნაღის სასამართლოში სხვა ბრალდებული გადაიყვანეს. როგორც ბრალდებული ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა „ინფო რუსთავთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბადრაგებს თბილისიდან სიღნაღში უნდა გადაეყვანათ, თუმცა სასამართლო პროცესზე მიულ ადვოკატს სხვა პატიმარი დახვდა.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი ერთი და იგივე სახელისა და გვარის პიროვნებას აქვს პატიმრობა შეფარდებული, მათ ასაკში სხვაობა კი 5 წელია. სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა განაპირობა პროცესზე სხვა პატიმრის მიყვანა. შეცდომის გამო სასამართლო პროცესი ჩაიშალა.  საქმის განხილვა უცხოელი ტურისტის გაუპატიურების თემას ეხებოდა. პროცესი 2 მარტისთვის გადაიდო.