დმანისში ტყის მიმდებარე ტერიტორია იწვის (ვიდეო).

2017-02-28 15:16:02

დმანიისის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია, ტყის გარშემო არსებულ ხმელ ბუჩქნარს ცეცხლი დაახლოებით 14:00 საათზე წაეკიდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები, როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ „ინფო რუსთავს“ განუცხადა, ამ წუთებში დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს, რათა ცეცხლის ლოკალიზება დროულად  მოახდს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრისთვის უცნობია, დამწვარი ტერიტორიის ფართობი კი ხანძრის ლოკალიზების შემდეგ გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით არ არიან დაშავებულები.

„ინფო რუსთავი“ ფოტო-ვიდეო მასალის მოწოდებისთვის მადლობას უხდის გვერდის მკითხველს.