აშშ-ში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა (ვიდეო).

2017-02-28 13:02:06

კალიფორნიაში, ქალაქ რივერსაიდში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი სან-ხოსეს მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც თვითმფრინავი უცნობი მიზეზით ჩამოვარდა და ორ საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავში ოჯახი, მშობლები და სამი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.