რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორ ბაღი აშენდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლებში - ასურეთსა და ალგეთში მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ფონდიდან ორივე პროექტისათვის ერთობლივად 1 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი. საბავშვო ბაღები 200-მდე ბავშვზეა გათვლილი. ქვემო ქართლში მშენებლობის პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა დაათვალიერეს.