როდის მიიღებენ კურსდამთავრებულები მედლებს.

2017-02-27 16:22:30

2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც „ინფო რუსთავმა“ მოიპოვა ინფორმაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის  განცხადებით, ტენდერის დასრულების შემდეგ, გონივრულ ვადაში, რაც დაახლოებით ერთ თვეს გულისხმობს მოსწავლეები თავიანთ მედლებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რუსთავში 2015-16 სასწავლო წლებში 59 მედალოსანია.

კერძოდ, მედლები საჯარო სკოლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
№24 საჯარო სკოლა - 7 მედალი
კერძო სკოლა "ლამპარი" - 6 მედალი
№2 საჯარო სკოლა - 5 მედალი
№22 საჯარო სკოლა - 5 მედალი
№15 საჯარო სკოლა -4 მედალი
№5 საჯარო სკოლა - 3 მედალი
№18 საჯარო სკოლა - 3 მედალი
№21 საჯარო სკოლა - 3მედალი
№26 საჯარო სკოლა - 3 მედალი
კერძო სკოლა "შ. რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი" - 3 მედალი
№4 საჯაროსკოლა - 2 მედალი
№6 საჯარო სკოლა - 2 მედალი
№25 საჯარო სკოლა - 2 მედალი
კერძო სკოლა "რეცა" - 2 მედალი
№3 საჯაროსკოლა - 1 მედალი
№7 საჯარო სკოლა - 1 მედალი
№8 საჯარო სკოლა - 1 მედალი
№14 საჯარო სკოლა - 1 მედალი
№17 საჯაროსკოლა - 1 მედალი

№20 საჯარო სკოლა - 1 მედალი

კერძო სკოლა "მზეკაბანი" - 1 მედალი,
კერძო სკოლა "რუსთველი" - 1 მედალი
კერძო სკოლა "ჩირაღდანი" - 1 მედალი