დიდი მარხვა დაიწყო.

2017-02-27 11:47:16

დღეიდან სააღდგომო მარხვა დაიწყო. ამ დროს მორწმუნეებს ხორცეულის, თევზისა და რძის ნაწარმის მიღება ეკრძალებათ. განსაკუთრებით მძიმე მარხვის პირველი შვიდეულია, როდესაც მორწმუნეები უზეთო საკვებს იღებენ.
პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს.
კვირის დღეებში კი საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.
ასევე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მთელი დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვებს კითულობენ.
დიდმარხვა 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.