შენდობის დღე.

2017-02-26 12:40:24

ეს არის ნიშანი იმისა, რომ დიდმარხვა იწყება. თავისი სულიერი შინაარსით დიდმარხვა საყოველთაო აღდგომამდე ადამიანის სიკვდილის შემდგომი მდგომარეობის წინასახეს წარმოადგენ. შენდობის კვირადღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში ძველთაგანვე არსებობდა წესი ერთმანეთზე განაწყენებულთა შერიგებისა და მიტევებისა. ამ ჩვეულებას გულწრფელი აღსრულება სჭირდება. მაცხოვარი გვასწავლის: თუ მივუტევებთ ადამიანებს შეცოდებებს, მამა ჩვენი ზეციერი ჩვენც მოგვიტევებს ჩვენს შეცოდებებს, ხოლო თუ არ მივუტევებთ, არც ჩვენ მოგვეტევება.

წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.