"აეროსმიტის" კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99% გაყიდულია.

2017-02-25 14:16:22

"აეროსმიტის" კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99% გაყიდულია, ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "ბლექსი არენას" ღონისძიებების ხელმძღვანელმა ანი კავლელიშვილი მიაწოდა. "ჩვენ კომპანიას ჰქონდა მოლოდინი რომ ბილეთები ასე მალე გაიყიდებოდა. გუგლის მონაცემებით საიტზე უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან" - აცხადებს ანი კავლელიშვილი. ბილეთების გაყიდვა 25 თებერვალს ღამე დაიწყო და ამ მომენტისთვის თითქმის ყველა ტიპის ბილეთები უკვე გაყიდულია. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 40 ლარიდან იწყებოდა და მაქსიმალური ღირებულება 400 ლარს შეადგენდა.


"ბლექსი არენას" ღონისძიებების ხელმძღვანელმა ჯგუფის ჰონორარზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ასეთი ვარსკვლავებისთვის 5 500 000 ლარი არის ძალიან კარგი ფასი - "ეს არ არის მხოლოდ ჰონორარის თანხა. რატომ ჩამოვიყვანეთ "აეროსმიტი" მაისის თვეში? იმიტომ რომ აზერბაიჯანელები, სომხები და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ჩვენთან და ავახმაუროთ ქობულეთი". "ბლექსი არენა" უახლოეს მომავალში გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით პრომოუტერებისგან განსახილველად ალტერნატიულ პროექტებსაც მიიღებს. საკონცერტო დარბაზი მთელი ზაფხულის მანძილზე დატვირთული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებით, სცენაზე უცხოელ მუსიკოსებთან ერთად შესაძლოა ქართველი მომღერლებიც ვიხილოთ.