რამდენია საქართველოს ვალი უცხო ქვეყნების მიმართ.

2017-02-23 13:46:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით 4.54 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალი აქვს, რაც ეროვნულ ვალუტაში 12.3 მილიარდი ლარია. საქართველოს ვალის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ქვეყნებზე მოდის. მაგალითად: სახელმწიფოს მსოფლიოს ბანკის მიმართ 1.16 მილიარდი დოლრის ოდენობის ვალი აქვს, აზიის განვითარების ბანკის მიმართ 937 მილიონი დოლარი, EBRD-ის მიმართ კი 582 მილიონი დოლარი. რაც შეეხება ქვეყნებს, საქართველოს ყველაზე მეტი ოდენობის ვალი გერმანიის, იაპონიისა და საფრანგეთის მიმართ აქვს. რუსეთის მიმართ კი ჩვენი ქვეყნის ვალი 79 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალი დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი.