"ძმაკაცებმა ერთად დალიეს, მერე იჩხუბეს და დანა გამოუსვა".

2017-02-22 21:47:25

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცებმა სახლში ერთად დალიეს, შემდეგ გარეთ, ჭიშკართან იკამათეს, ერთერთი მათგანი სახლში წავიდა, დანა გამოიტანა და თავის მეგობარს ყელში გამოუსვა. მიყენებული ჭრილობით მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს - "მკვლელობის ფაქტს ვადასტურებთ, საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია 1 პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს".

მსგავსი შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში 3 თვის წინაც მოხდა.