რომელი რიცხვიდან ჩაითვლება მე-12 კლასელთა გაცდენები საპატიოდ.

2017-02-22 18:08:20

2016-2017 წლის სასწავლო ვადები განათლების სამინისტრომ უკვე განსაზღვრა, მე-12 კლსელები წელს სწავლას 20 მაისს დაასრულებენ, პირველი კლასის მოსწავლეები კი 27 მაისს, რაც შეეხება დანარჩენ მოსწავლეებს, მათთვის სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება. 

მე-12 კლასებში მოსწავლეების გაცდენილი საათების აღრიცხვა 20 მისამდე იმოქმედებს, თუმცა 20 აპრილიდან დაწერილი „არები“ აღარ ჩაითვლება საექსტერნო გამოცდებისთვის. (თუ მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, მოსწავლე მხოლოდ ექსტერნის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე შეფასდება)

რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს, რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ინფორმაციიით, საატესტატო გამოცდების თარიღები ჯერ-ჯერობით უცნობია.
 შეგახსენებთ, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საატეტსტატო გამოცდების ჩაბარება ელექტრონული ფორმატით მოუწევთ. მე-11 კლსელები გამოცდას გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში ჩააბარებენ. მე-12 კლასის მოსწავლეები კი გამოცდას ქართულში, ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში ჩააბარებენ.