ხიზილალის კონტრაბანდის ფაქტი (ვიდეო).

2017-02-21 14:39:56

საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით  კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა. გამოძიებით დადგინდა რომ საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი „MITSUBISHI PAJERO“-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის  214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.