ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 დღეში დაიწყება.

2017-02-21 13:59:10

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება. ელექტრონული რეგისტრაციის გავლა აბიტურიენტებს 23 თებერვალს 10:00 საათიდან შეეძლებათ. განათლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით რეგისტარციის პროცესი 31 მარტამდე გაგრძელდება. ამავე დღეს გამოქვეყნდება ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2017 წლის ელექტრონული ვერსია.