პატრიარქს აეროპორტში მრევლი დახვდა.

2017-02-20 19:06:39

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდესდა უნეტარესილია მეორე ბერლინიდან საქართველოში დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომელშიც პატრიარქი იმყოფებოდა თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. უწმინდესი გერმანიიდან მკურნალ ექიმებთან და თანმხლებ პირებთან ერთად დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილია მეორეს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მრევლი დახვდა. აეროპორტის ტერიტორიაზე გაკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები და ადგილზე გაძლიერებული დაცვა იყო მობილიზებული.  პატრიარქის საქართველოში დაბრუნების პროცესი „ინფო რუსთავმა“  მაყურებელს  Facebook Live-თი პირდაპირ ეთერში შესთავაზა.

 შეგახსენებთ, ილია მეორემ 9 თებერვალს გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში,  ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა. ამჟამად მისი ჯანმრთელობა სტაბილურია.