პატრიარქს თბილისის აეროპორტში მრევლი ელოდება.

2017-02-20 17:56:45

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდესდა უნეტარესილია მეორე ბერლინიდან საქართველოში მოემგზავრება.
უწმინდესი გერმანიიდან მკურნალ ექიმებთან და თანმხლებ პირებთან ერთად დაბრუნდება. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილია მეორეს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი ელოდებიან.

 შეგახსენებთ, ილია მეორემ 9 თებერვალს გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში,  ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა. ამჟამად მისი ჯანმრთელობა სტაბილურია.