თბილისის საკრებულოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

2017-02-20 12:03:32

თბილიის საკრებულოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. თბილისის საკრებულოს შენობის სახურავს ერთი საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საკვამურში დაფიქსირდა. ადგილზე სახანძროს 9 ბრიგადა იყო მობილიზებული, რომელთაც ხანძრის ოკალიზება რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ფოტო: ზურა ჯაში