14 წლის გოგონა კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა.

2017-02-18 20:17:19

14 წლის რუსთაველი სპორტსმენი მონიკა არქანია კიკბოქსინგში უკრაინის საერთორიშო ტურნირის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირი უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ჩატარდა. რუსთაველმა გოგონამ 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალში უკრაინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. მონიკა არქანია 11 წლის ასაკიდან ვარჯიშობს და ამ დრომდე არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, ის არის  საქართველოს თასის მფლობელი, ორგზის კავკასიის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და მსოფლიო თასის სერიის ჩემპიონი. სპოტსმენის მწვრთნელები ლაშა ჭურაძე და ამირან ანჯაფარიძე არიან. 14 წლის კიკბოქსიორი საქართველოში სამ დღეში დაბრუნდება.

სპორტსმენი მონიკა არქანია ტურნირში მონაწილეობაში მხარდაჭერისთვის  ბიზნესმენმ ვალერი ტყეშელაშვილსა და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა მხეიძეს მადლობას უხდის.