სტადიონების მშენებლობა 2 თვეა შეჩერებულია.

2017-02-18 19:40:48

5 სპორტული და 1 საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია, რომელიც გასული წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მოედნები საფარის, ღობის, ბადეების და ფარების გარეშეა, ტენდერით გათვალისწინებული ვადები კი უკვე ამოწურულია. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სპორტული მოედნების კეთილმოწყობის პროცესი, ბოლოს გასული წლის დეკემბრის თვეში მოინახულეს და სამუშაოების დასრულება რამდენიმე დღეში დააანონსეს, თუმცა მას შემდეგ 2 თვე გავიდა და სტადიონების რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სპორტული მოედენების რეაბილიტაცია უნდა მომხდარყო შემდეგ მისამართებზე: მაიაკოვსკისგასასვლელის #7,ფიროსმანისქუჩის #15, ლესელიძისქუჩა (სახანძროსმიმდებარეტერიტორია), მე-20/ #1და/მეტლურგთაქუჩა (#15-#17 მიმდებარეტერიტორია).

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების გაგრძელებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია გაურკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს. „ინფო რუსთავი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კომპანიამ ტენდერში სექტემბრის თვეში გაიმარჯვა და მას ქალაქის ბიუჯეტიდან 223 641 ლარი 5 სპორტული და 1 საბავშვო მოედნის მოწყობისთვის გამოეყო.