ქალაქს 5 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება.

2017-02-18 14:04:57

რუსთავს დამატებით კიდევ 4 ახალი ნაგავმზიდი ჰყავს. სპეცტექნიკა დასუფთავების სამსახურს უკვე გადაეცა. ქალაქმა მერსედესისმარკის  1 ნაგავმზიდი, გასულ წელს შეიძინა. 7 კუბიანი ნაგავმზიდები ქალაქს, ტექნიკური პროცედურების მოგვარების შემდეგ მოემსახურებიან. სპეცტექნიკა ქალაქის თვითმმართველობამ დაბალ პროცენტიანი სესხით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან შეიძინა. ტექნიკის შესაძენად მერიამ,  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 297 589 ევროს ღირებულების სესხი აიღო.