სოციალურ ქსელეში გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია როგორ აკავებენ ქუჩაში მამაკაცს. ახლობლების ინფორმაციით პირი არასწორი პარკინგის გამო დააკავეს.
შსს-ში კი აცხადებენ რომ დაკავება დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო მოხდა: „ მოძრაობის შეფერხებისთვის გამოუწერეს ჯარიმა, რის შემდეგაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა პატრულს, ის არ დაემოჩილა სამართალდამცავებს, ამიტომ დააკავეს ადმინისტრაციულად 173 მუხლის საფუძველზე“
პირის დაკავება ბათუმში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.