18 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

2017-02-17 22:32:25

კომპანია "ენერგო-პრო" განცხადებას ავრცელებს - "ქალაქ რუსთავს, მიმდებარე სოფლებს, გაჩიანისა და კრწანისის დასახლებებს, სულ 80 000-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 18 თებერვალს 03:00-დან 03:15 საათამდე ინტერვალში. ელექტროენერგიის შეზღუდვას განაპირობებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოებული გადართვები".