„თუ დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ“

2017-02-17 13:36:16

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.  

სემეკი მოქალაქეებს   გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით, შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას ან კომისიას განცხადებით მიმართვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს განცხადებით მიმართვა ენერგოომბუდსმენის სამსახურისთვისაც  შეუძლიათ. კონსულტაციების გავლა ქოლცენტრის (16 216) საშუალებითაცაა შესაძლებელი.

„კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის შედეგად დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ. კომისია აქვე განმარტავს, რომ “ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა“.- აღნიშნულია სემეკის განცხადებაში.