გაზით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

2017-02-17 10:40:55

ბუნებრივი აირით ინტოკსიკაციის შედეგად XIX მიკრო-რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ინფო რუსთავთან" რუსთავის სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელმა პაატა ბაჩილავამ განაცხადა რომ - "ეკიპაჟი გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა ადგილზე, ადგილზე დახვდათ გვამი, სიკვდილი დამდგარი იყო დაახლოებით საათნახევრით ადრე ჩვენს მისვლამდე. მის მეუღლეს ადგილზე გავუწიეთ დახმარება და შემდეგ გადავიყვანეთ კლინიკა რუსთავში, მისი მდგომარეობა სტაბილურია". გავრცელებული ინფორმაციით გაზის გაჟონვა წყლის გამათბობლიდან მოხდა, შემთხვევა გამთენიისას დაახლოებით 6 საათზე ფიქსირდება. შემთხვევის დროს ბინაში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა 4 პირი სხვა ოთახში იყო და მათ ინტოკსიკაციის ნიშნები არ აღენიშნებოდათ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საჩხერედან გუშინ ჩამოვიდნენ და ღამის გასათევად რუსთავში ნათესავთან დარჩნენ.